|
2019-05-10 17:17:12, 1537 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ზოიძე: სანდრა რულოვსი დებატებს გაექცა, სანაცვლოდ შემოგვთავაზეს სპექტაკლი, რაც მათთვის დამახასიათებელია
პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი აქვს საპასუხო ქართული ოცნების კანდიდატისთვის. „ისინი დებატებს გაექცნენ, შემოგვთავაზეს იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩევლისთვის და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი პატიოსანი თამაშის წესების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას",- აცხადებს ზოიძე.
(NS)
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)