13:20 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 18:30:36, 1370 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ეუთოს და ODIHR-ის რეკომენდაციები საჯაროა, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს

არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თითქოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან საიდუმლო წერილი მიიღო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის არასწორი ინტერპრეტაციაა, ვინაიდან მთავრობამ არჩევნების შემდეგ მიიღო ეუთოს და ODIHR-ის რეკომენდაციები, რაც ყველასთვის საჯაროა.

„არჩევნების შემდეგ, ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები მივიღეთ ეუთოსა და ODIHR-ისგან და ჩვენი საპარლამენტო გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ეს დოკუმენტი საჯაროა და ის რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. ეს არ არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ საიდუმლოდ ვმსჯელობთ. ეს არის ღია, საჯარო საუბრები და ეს დოკუმენტიც ღიაა. თქვენ გულისხმობთ, ეუთოსა და ODIHR-ის რეკომენდაციებს, არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics