|
2019-05-07 18:13:42, 1427 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შენგელია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ანაკლიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. პრაქტიკულად დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტისღირებულება 10 188 800 ლარია. პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაონიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საპროექტო სამუშაოები.დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა. 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942 ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება. ,,წელს ანაკლია-განმუხურში, საზაფხულო სეზონს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და მიმზიდველი ტურისტული გარემოთი ვხვდებით. ანაკლია-განმუხურში ჩასულ ტურისტებს სრულად განახლებული სანაპირო ზოლი, ინფარსტრუქტურა, მინი სტადიონები, რეაბილიტირებული ხიდი, ამფითეატრი და რესტორანი დახვდებათ. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია” – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
(NS)
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
კობახიძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)