|
2019-03-14 11:23:19, 1126 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს აგრძელებს სოფო კილაძე სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ კუთხით. ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი და იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, რომელიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის ათვისების განსაკუთრებულ უპირატესობებზე, ქართული პროდუქციის გერმანულ ბაზარზე პოპულარიზებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების დამყარებაზე საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.
(NS)
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)