|
2019-03-13 16:41:01, 1100 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიის გზავნილი მნიშვნელოვანია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის გზავნილი მნიშვნელოვანია, იმ მიზეზით, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. როგორც მან აღნიშნა,კომისიამ ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ პრინციპის ერთგულება სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულებას ნიშნავს. „ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, საკუთარი საექსპერტო მოსაზრებები წარმოადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ვენეციის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად არიან, ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ ექსპერტული დასკვნა. ასევე, საინტერესოა ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის მხრიდან შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არის გარანტი, სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი; მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პრინციპი პირდაპირ უზრუნველყოფს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას. სწორედ ეს პრინციპი უნდა იყოს გატარებული და შენარჩუნებული ბოლომდე კანონმდებლობით. მნიშვნელოვანი გზავნილია პარლამენტის ყველა წევრისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვინც არის ჩართული ამ პროცესში, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი არის მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ პრინციპის ერთგულება ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისათვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
(NS)
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)