|
2019-03-13 14:22:34, 1247 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 12 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)