|
2019-03-12 18:16:46, 1213 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე - გერმანულ მხარეს ვთხოვეთ, ბუნდესტაგმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი დეპუტატები ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან" ურთიერთობაში. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა, საქართველოს გერმანიის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით.
„ბატონი ვიზე წინა მოწვევის პარლამენტის დროს გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ბუნებრივია, ის განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. თავის მხრივ, პოლიტიკური დაინტერესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მეტი გერმანელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. შეხვედრაზე ჩვენ მას ვთხოვეთ მხარდაჭერა, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. პირადად ბატონი ვიზესგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ინსტიტუტების თანამშრომლობის ფარგლებში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.
(NS)
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)