|
2019-03-12 12:35:00, 1068 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: TBC საქმეზე ყველაფერი იქნება გამოძიებული, არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში
„ყველაფერი იქნება გამოძიებული, მათ შორის მთავარი საქმე. ის ძირითადი საქმე, რომელზეც არის საუბარი. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ამ საქმეს, ყველაფერი იქნება გამოძიებული. ჩვენთვის მთავარია, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უამრავი მცდელობაა. „მათ შორის, იმ სახით, რომ ოპოზიციამ, მაგალითად, დააინიცირა საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახლა არის, უფრო სწორად, ახლა არის დაწყებული გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ არ უნდა გადავიტანოთ სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში და ყველას მოვუწოდებ ამისკენ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, რეაგირება ანონიმური წერილის საფუძველზე მოხდა. „საერთოდ არ არის შედარებადი ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან. როდესაც ერთ შემთხვევაში კონკრეტულ უწყებას ევალება ნებისმიერ წერილზე რეაგირება, მათ შორის, ანონიმურზე, ეს არის ერთი შემთხვევა და როდესაც წინასწარ გპირდება კონკრეტული ბიზნესმენი იმას, რომ კომპრომატს გამოაქვეყნებს და ამ დროს ვერ აქვეყნებს კომპრომატს, ეს არის სრულიად სხვა შემთხვევა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)