|
2019-03-08 14:40:49, 1307 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - აბსურდია თითქოს სახელმწიფოს უნდოდა „ტვ პირველსა“ და არტარეაზე“ კონტროლი დაეწესებინა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აბსურდს უწოდებს საუბარს იმაზე, რომ ტვ „პირველზე“ და „არტარეაზე“ სახელმწიფოს გავლენის მოხდენა ხაზარაძის მეშვეობით უნდოდა. „უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოს ტვ პირველზე გავლენის მოხდენა ხაზარაძის გავლით უნდოდა მაშინ, როდესაც ხაზარაძე არც დამფუძნებელია, არც დირექტორია. თვითონ არ ამბობს ამას და მედიამაც განაცხადა რომ არანაირი გავლენა ამ კაცს ჩვენზე არ ჰქონიაო“, - განაცხადა ტელეკომპანია კავკასიის თოქშოუში „ბარიერი“ არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, აბსურდია ისიც, რომ სახელმწიფოს უნდოდა კონტროლი „არტარეაზე“, რომელიც ლექციებს გადასცემს ხელოვნებაზე. „აბსურდია და დაუჯერებელია ის, რომ თითქოს სახელმწიფოს უნდოდა კონტროლის დაეწესებინა „არტარეაზე“, რომელიც ხელოვნებაზე ლექციებს გადასცემს რამდენი არჩევნები ჩატარდა როდესაც ხელისუფლებას ებრძვის და - ხშირად არაობიექტურად - რუსთავი 2, ებრძვიან სხვა მედიასაშუალებებიც ვინც არის კრიტიკულად განწყობილი, ჩვენ ვატარებთ ამ არჩევნებს და მოვიგეთ არაერთი არჩევნები ამ პირობებში“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მისი თქმით, დღეს არის მცდელობა, ვილაპარაკოთ არა ფაქტზე, რაზეც გამოძიებაა დაწყებული,არამედ გამოგონილ ამბებზე. „ერთ-ერთი ამბავი არის ტვ პირველი, მეორე ამბავი არის რომ ანაკლიას ურტყამენ და ეს ლეგენდა აღმოჩდა. მე გთხოვთ თქვენ თვითონ ბანკირებსაც დაუსვათ ეს კითხვა ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს თავისი კონკრეტული ფინანსები დახარჯული, აქვს თუ არა საკანონმდებო მხარდაჭერა გაკეთებული,არა ერთ გზის, აქვს თუ არა პირობები გადავადებული იმისთვის რომ ეს პროექტი გაგრძელებულიყო და არ ჩავარდეს და ჰქონდათ თუ არა მათ პირადად ამ ბიზნეს ჯგუფს მხარდაჭერა ანაკლისსს პორტთან დაკავშირებით ჰკითხეთ. ესეც ერთი ლეგენდა აღმოჩნდება, იმიტომ რო გაიგებთ ზუსტად ესე იყო ყველაფერი თანმიმდევრულად“, - განაცხადა თალაკვაძემ.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)