|
2019-03-06 15:36:47, 1537 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს. მისი თქმით აფიორების დრო ქვეყანაში დასრულდა. „სასაცილოა კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირება, თითქოსდა ასეთი უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი. ეს არის აბსურდი. ყოვლად მიუღებელია რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო რომ თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანია - აქედან გამომდინარე, ეს იღებს შოუს სცენარის სახეს. აფიორების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება. კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა თურმე მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ პროცესებში ამ პროცესების გადაყვანას, ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა. მე ვხედავ, რომ ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, იმ შესაძლო აფიორის გამო, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ საქმეში. ეს ასეა თუ არა, სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
(NS)
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)