|
2019-03-06 12:40:18, 1513 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, არ დაესწრონ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს. „ევროპული საქართველოს“ აზრით, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მასობრივ, ცინიკურ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას. იმის გამო, რომ ამისთვის დღეს არავინ დასჯილა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეობზეა აღბეჭდილი. ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურში წინ წამოწია პროპუტინული ძალები და დაიწყო დაშინების კამპანია, ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოსტზე სწორედ ამ პროცესის შედეგად არის მოხვედრილი, თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ, მისი პირველივე ნაბიჯები კი იყო საზოგადოების შეურაცხყოფის გაგრძელება, „ევროპული საქართველო“ იყენებს თავისი ბოიკოტის უფლებას და არ დაესწრება ამ სხდომას“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)