|
2019-01-18 12:45:09, 584 ნახვა
რეგიონი
სოფლის ტიპის დასახლებებში საველე-ღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში საველე–აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორები ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მუშაობენ. ისინი ციფრულ ფორმატში, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, ერთიანად აღწერენ როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც მოიცავდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად აქტიური არეალების, მაგისტრალური საავტომობილო გზების, თბილისის და ასევე, ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტების სანავიგაციო მონაცემების აღწერას, საჯარო რეესტრმა გასულ წელს დაასრულა. სულ ქვეყნის მასშტაბით ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე 93 დასახლებაში და 34 სოფელში აღწერილია საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემი. სულ, 196 621 ობიექტი: მათ შორის, 113 776 ინტერესის ობიექტი, საავტომობილო გზათა ქსელის 18 718კმ., 82 845 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი. საველე სამუშაოების პარალელურად, შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავება და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-ს მიაწვდის, რომელიც მონაცემებს ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ-აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში ასახავს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.
(NS)
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)