14:08 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 12:27:54, 544 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა

ივანიშვილის წარმომადგენელი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია.

„დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ევროპული დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა, ხოლო სხვადასხვა ევროპარლამენტარი ძალადობრივი აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა.

არც ის დროა შორს, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით ამართლებდნენ, ჩვენ კი თითის ქნევით გვასწავლიდნენ, როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, როგორ უნდა ყოფილიყო პოლიცია უმოქმედო და არ დაეკავებინა ძალადობაში მონაწილე პირები.

სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა პირდაპირ „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა.

ამ ორმაგი სტანდარტის ფონზე შეუძლებელია არ გავიხსენოთ იმ პერიოდში საქართველოში აკრედიტებული რიგი დიპლომატების „დიპლომატია“. ისინი მოძალადეების დასაცავად განცხადებებს არ იშურებდნენ, სასამართლო პროცესებს არ ტოვებდნენ, მოსამართლეებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და თბილისის ქუჩებში მიმდინარე არეულობის მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

არაერთხელ გვითქვამს - ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო

კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება“, - წერს წილოსანი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics