|
2018-12-21 22:09:19, 1857 ნახვა
კომენტარი
გახარია - ძალიან გთხოვთ, საპარლამენტო კონტროლი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მიმართა. მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვის ნაცვლად, დეპუტატები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით ინტერესდებოდნენ. მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლს დეპუტატები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებენ. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ამ რეგიონში, ამ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ აქ გვქონდეს შინაარსობრივი დებატები- რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ. ვერცერთი დაინტერესებული მზერა ვერ დავინახე, როდესაც ვსაუბრობ ისეთ პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგალითად რეგიონში გაზრდილი ახალგაზრდობისთვის, ან კრიმინალური პოლიციის, ან საგამოძიებო კომპონენტის. მე დღეს ვთქვი, რომ ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, საგამოძიებო ნაწილში, პროკურატურის უფლებამოსილების საზედამხედველო ფუნქციის გამოძიებაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების მკაფიო გაყოფაზე. თქვენ ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად ფუნდამენტურ ცვლილებაზე ვსაუბრობ - ეს თქვენ არ გაინტერესებთ, თუმცა მე მესმის ძალიან კარგად, მესმის, რომ ვარ პარლამენტში, მესმის, რომ მიჭირავს პოლიტიკური თანამდებობა და მესმის რომ ვარ პოლიტიკურ დებატში. მე ვთვლი, რომ საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისთვის. ძალიან გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, ეს კონტროლი იყოს უფრო შინაარსობრივი, მიზანზე ორიენტირებული და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)