2026-11-05 17:55:47, 303 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
გლობალურად არის პრობლემა, რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არ აქვს გადასახადს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.
„თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით,"- აღნიშნა კობახიძემ
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან