18:15 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:44:03, 1743 ნახვა

კომენტარი
​გახარია ოპოზიციას „შეგზავნილ პროვოკატორზე“: აქ ცირკი მოაწყეთ - იმ პირს რომ დააკავებენ, თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას იერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე "ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის და ისინი სავარაუდოდ სუს-ის აგენტები არიან".

გახარიას მტკიცებით, ამ ეტაპზე ხსენებული პირის იდენტიფიცირების პროცედურა მიმდინარეობს. 

"რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით. ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება ასეთი პარტივი არ არის ხოლმე. თქვენ დროს უბრალოდ ხელს მოკიდებდნენ და ჩვენ იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით. თქვენ რა დამასწარით იცით? წახვედით, ტელევიზორში რაღაც ნახეთ, ამოიღეთ სურათები და მომიტანეთ. ისიც ვერ მიხვდით, რომ სუს-ის აგენტი იყო თუ ვინ იყო. დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყვეთ, მერე აქ ცირკი მოაწყეთ და სურათები მოიტანეთ. ხვალ რომ იმას დააკავებენ, მერე წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics