18:15 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 16:14:47, 1612 ნახვა

კომენტარი
ლევან კობერიძე: ზაზა სარალიძეს არ უნდა სჭირდებოდეს პარლამენტში სიარული იმისთვის, რომ სამართალი იპოვოს

„ზაზა სარალიძეს არ უნდა სჭირდებოდეს პარლამენტის სასესიო დარბაზებში სიარული იმისთვის, რომ სამართალი იპოვოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება იმ შედეგს დადებს, რასაც მოკლული მოზარდის მამა დიდი ხანია ელოდება.

„დღეს დარბაზში გვესწრება ზაზა სარალიძე და ეს ფაქტი, მგონი რომ ორმაგი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენთაგანისთვის როგორც კითხვის დასმის დროს, ისე პასუხების გაცემის და იმ მსჯელობის თვალსაზრისით, რომელიც აქ იმართება. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს საპარლამენტო სასესიო დარბაზებში სიარული იმისათვის, რომ სამართალი იპოვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩვენის მხრივ და თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცი თქვენი პროფესიონალიზმისა და მაღალი სტანდარტის ერთგულება, აუცილებლად დადგება იმ სამართლის აღსრულების თემა, რომელსაც ეს ადამიანი ეძებს დიდი ხანია“, - მიმართა ლევან კობერიძემ შს მინისტრს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics