18:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 14:26:00, 1321 ნახვა

კომენტარი
კალაძე წლიურ ანგარიშზე: არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არ შეხებია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ  პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა  ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შეფასებისას ხაზი გაუსვა განათლების რეფორმას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

„ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო  სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics