18:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 16:08:09, 1252 ნახვა

კომენტარი
ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამ უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი

საქართველოში ევროოკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 16 დეკემბერს, კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს.

ამასთან, ელჩის შეფასებით, ამ უფლებით სარგებლობა მშვიდობიანი უნდა იყოს.  

„მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით. ადრეც განვაცხადე, რომ ჩვენი სურვილია, შეიკრიბოს ორივე მხარე და დაიწყონ მოძიება თუ რა გაკვეთილი ისწავლეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი ხარვეზებიც მოგვარდეს. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მომავალში სწორედ ასე განვითარდება", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 

ცნობისთვის, 16 დეკემბერს გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 სამართალდამცველი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics