|
2018-12-17 20:37:10, 1235 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილია
კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი გზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდამჭერი აქტის შეფასებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი ყოვლისმომცველი არასდროს ყოფილა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კანონპროექტის ტექსტში წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ის გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს. „მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონში, ასეთი ძლიერი გზავნილისთვის. კანონპროექტის ტექსტში წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რუსული ოკუპაცია, ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაჩნდა მხარდამჭერი ჩანაწერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის, იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო ჩანაწერი იმ სასტიკ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ აქტში მოცემულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონში, განსაკუთრებული მადლობა კონგრესმენებს ტედ პოს და ჟერი კონელის, რომლებმაც მოახდინეს ამ კანონპროექტის ინიცირება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტში ძალიან ნათელი აქცენტებია გაკეთებული ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ნახსენებია ხუთ წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი გახდება ყველა მიმართულებით განვითარდეს და სრულიად ახალ დონეზე ავიდეს აშშ-თან ურთიერთობა. „ზოგადად, არ მიყვარს პერსპექტივის გაზვიადება, მაგრამ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ საქართველომ დაძლიოს ეკონომიკური გამოწვევების ძალიან დიდი ნაწილი. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით და ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად მივიღეთ ჩვენი მეგობრებისგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. დიდი მადლობა მათ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)