07:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 18:02:53, 1403 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია - მადლობა პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და არ აყვნენ პროვოკაციებს

თელავში, ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ქმედებები პროვოკაციულად შეაფასა, პოლიციას კი მადლობა გადაუხადა.

„მე რაც ვნახე და ვუყურე კადრებს, ეს იყო  აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი პარლამენტის წევრის მხრიდან. პირველ რიგში, მელიას ვგულისხმობ, რომელიც კანონმორჩილების მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს და დღეს იყო სწორედ  მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი. მე მინდა მადლობა ვუთხრა კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და არ აყვნენ პროვოკაციებს. მათ რა თქმა უნდა, ჰქონდათ გზა და ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი შეზღუდვები ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები, რატომ ვიღებთ  საშვებს, რატომ შევდივართ გარკვეული პროცედურებით სადღაც სადაც განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ? არის ზოგჯერ გამონაკლისი წესები და ის რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ეს იყო კანონის დარღვევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics