2018-12-02 14:43:12, 1878 ნახვა
სამართალი
შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია სასტუმრო „ალიანსში“ გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლუკა ჩხეტიაა. მისი ოჯახი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც დაკავებულის მამამ, სერგო ჩხეტიამ განაცხადა, მისი შვილი თანამებრძოლებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ავტორი: ,