|
2026-09-25 10:50:36, 229 ნახვა
ეკონომიკა
„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს აგროსექტორში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, როგორიც „ივრის ფერმების“ ნუშის ბაღებია. „ივრის ფერმები“ 1,200 ჰექტარს მოიცავს, ამჟამად 350 ჰექტარზე ნუშის ბაღია გაშენებული, სადაც 150 000-ზე მეტი ნუშის ხეა დარგული. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ ტერიტორია აუთვისებელი იყო, დღეს კი ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობითა და ივრის ზეგანის კლიმატის გათვალისწინებით შერჩეული ნუშის ჯიშები წარმატებით ვითარდება. ბაღებს ყოველდღიურად ადგილობრივი გუნდი უვლის, სამუშაო პროცესში კი აქტიურად ინერგება ევროპული გამოცდილება და თანამედროვე ცოდნა. „ივრის ფერმები“ განაგრძობს გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და თანამედროვე სტანდარტებთან ფეხის აწყობას. ამ მასშტაბური გეგმებისა და უხვი მოსავლის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ბაზისბანკთან მჭიდრო და საიმედო პარტნიორობა ასრულებს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ისეთი სტრატეგიული კულტურის დანერგვას, როგორიც ნუშია. ბაზისბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება და მაღალტექნოლოგიური აგროპროექტების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი კვლავაც აქტიურად განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას. ბაზისბანკის და ივრის ფერმების პარტნიორობის ვიდეო ისტორია
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)