|
2018-11-30 13:13:20, 881 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „ინსორსის“ პროექტის „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
მთელი საქართველოს ბანკის და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „სტარტაპერის მანიფესტი”, რომელიც სტარტაპსა და კორპორაციაში არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, ლიდერობისა და მართვის სტილს მიეძღვნა. შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, IT კომპანია “ლემონდუსა” და TKT.GE-ს დამფუძნებელმა, ლევან კილაძემ ისაუბრა საკუთარი გამოცდილებით შეძენილ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მას დაეხმარა კორპორატიული კულტურიდან სტარტაპის გარემოს გააზრებასა და მორგებაში. „ბიზნეს კაფეს“ მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. “ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალურ შეხვედრას საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)