|
2018-11-27 14:10:28, 1024 ნახვა
საზოგადოება
უზბეკეთში ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა
ტაშკენტის საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსში „აღმოსავლეთის ვაზი“ ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ახმეტის წითელმა“ და „ქვევრის ქისმა“ ოქროს მედლები, „სიმონასეულმა“ კი, განსაკუთრებული ჯილდო - ოქროს დიდი მედალი მიიღო, ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა „სოლომნიშვილი ვაინერის“ საფერავი. სადეგუსტაციო კონკურსი უზბეკეთის სამეცნიერო-ტექნიკური საერთაშორისო კონფერენციის „ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე ტენდენციები მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში“ ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე მოხსენებით „მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამოვიდა. კონფერენციას საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა, შუა აზიის ქვეყნების და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „მეღვინეობის ხელოვნება“, სადაც საქართველოს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. საქართველოს კუთხემ ვიზიტორების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ფესტივალზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას ბაზაზე დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. ქართული მხარის ძირითადი მიზანი ტრადიციული და აღდგენილი ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაცია და აზიის ქვეყნებში ცნობადობის ამაღლება იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)