|
2018-11-27 12:48:19, 966 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის 15 მლნ ევრო გამოიყო
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის" სასესხო შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას. დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის" სასესხო შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას. დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)