|
2018-11-27 12:40:48, 952 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს - ომერ ფიშერსა და პროგრამის ასისტენტს - ალექსანდერ სეკულიჩს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისა და მათი დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მისი საქმიანობა, განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები. საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის, მათი დაცვის საშუალებების, მექანიზმებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)