|
2018-11-26 15:01:34, 1136 ნახვა
საზოგადოება
„Наша солідарність з Україною!“ - თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს. სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან 19:00 საათზე ჩატარდება. როგორც აქციის ანონსია ნათქვამი, 25 ნოემბერს, შავ ზღვაში, რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინული სასაზღვრო სამსახურის ხომალდებს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას და შავი ზღვის რეგიონში შექმნა საომარი სიტუაცია. "დღეს, 19:00 სთ-ზე, უკრაინის საელჩოსთან სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მართავს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას, რომლის მიზანია დაგმოს რუსული აგრესია და მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ამ ძალადობრივ ქმედებას. ამ აქციით სამოქალაქო მოძრაობას სურს, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს პოზიცია, რომ „რუსეთი ოკუპანტია“", - წერია ანონსში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)