|
2018-11-23 20:14:10, 1290 ნახვა
საზოგადოება
ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა - რეგისტრაცია 25 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე გადასატან ყუთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართონ. „გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება. რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას. საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ“, - აცხადებს ანა მიქელაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)