|
2018-11-23 15:37:33, 1229 ნახვა
საზოგადოება
„აქ დახვრიტეს ბუტა!“ - დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის ხსოვნის მემორიალი გაიხსნა [ვიდეო]
"აქ დახვრიტეს ბუტა!" - ამ სახელწოდების მემორიალი დიდუბის ეკლესიასთან გაიხსნა. მემორიალის გახსნის იდეა სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებს ეკუთნით. მემორიალის გახსნაზე ბუტა რობაქის მშობლებთან ერთად იმყოფებოდა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია. "ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მობრძანდა აქ, ეს იყო 14 წლის წინ ზუსტად, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს დამიხვრიტეს ერთადერთი შვილი, აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს ახალი არ არის არავისთვის. თუმცა, ამ დღეს ცოტა სიხარულიც ერთვის, ჩემი ოცნება და სურვილი ახდა, რომ ამ ბიჭების და არამარტო ბუტასი, 162 ბიჭის, რომელიც ქუჩაში დახვრიტეს, მათი სახელობის მემორიალი გაიხნა. ეს იყო საზოგადოების თხოვნაც და ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა მათი ხსოვნის მემორიალი. ასევე მინდა ყველა იმ ბიჭების ხსოვნა იყოს, ვინც სააკაშვილმა გაჟლიტა. ყველას ვულოცავ გიორგობის დღსასწაულს და არავის არ ჰქონოდეს ისეთი გიორგობა, როგორიც მე მქონდა 2004 წელს", - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. პატრულს, რომლის გასროლილმა ტყვიამაც იმსხვერპლა რობაქიძე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა და შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)