|
2018-11-22 14:29:55, 890 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, სარაჯიშვილის №108-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევები ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურია“-ში გაიმართა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი შედიოდნენ. პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში) ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)