13:45 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:42:37, 1163 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეოსები შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.

2019 წლის 18 სექტემბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით შესრულდება. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვიპოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება იქნება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი. 

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი ევროპული მიმართულებების დამატებაზე  უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციების მორიგი რაუნდი წარმატებით დასრულდა.ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

"ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენებიამჟამად14 ქვეყნის 21 მიმართულებით სრულდება. აქედან პოლონეთის სამი ქალაქია.2019 წლიდან ჩვენი აეროპორტიდანპირდაპირი ფრენები პოლონეთის კიდევ ორ ქალაქში შესრულდება: აპრილიდან გდანსკის მიმართულებით, ხოლო სექტემბრიდან - პოლონეთის ძველ დედაქალაქ კრაკოვში", - აცხადებენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ბილეთების შეძენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე www.wizzair.com

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics