13:29 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-10 12:06:30, 303 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios

უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, დაემუქრნენ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ამის შესახებ Axios-ს აცნობა.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ვიტკოფმა და კუშნერმა დაემუქრნენ, რომ ტრამპს შეეძლო უკრაინისთვის აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის შეწყვეტა, თუ ის გააგრძელებდა მის მოთხოვნების იგნორირებას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

თუმცა, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ასეთი მუქარა და აღნიშნა, რომ ვიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს უთხრეს, რომ აშშ საიმედო პარტნიორია საბრძოლო მასალისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ამიტომ, უკრაინამ არ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს ზიანს აყენებს, განაცხადეს ვიტკოფმა და კუშნერმა.

„ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს აზიანებს, მაგრამ ასევე აზიანებს აშშ-ს“, - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა გადაწყვიტა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უგულებელყო აშშ-ის ექვსი მოთხოვნა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ესაუბრა და ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეების მონაწილეობით მოლაპარაკებები ნაადრევად დასრულდა, ხოლო დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა, შეხვედრებს პროდუქტიული უწოდა. მაიამიში გამართული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ორ დღეს გაგრძელდებოდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics