|
2018-11-20 17:26:48, 1536 ნახვა
საზოგადოება
შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლაინების დახაზვა დაიწყო
სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლაინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა, რაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ბასლაინების ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონეფრანგული კომპანიის, „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რაც შეეხება რეაბილიტირებულ მონაკვეთს, მასზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. დასავლელი სპეციალისტების შეთავაზებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემების შედგენისას პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულგადაადგილებას მიენიჭა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ავტომობილების პარკირების ადგილების 238-დან 170-მდე შემცირება გამოიწვია. ევროპელი ექსპერტების შეფასებით, სანაცვლოდ, თბილისის მერიასშესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად და კომფორტულად მოემსახუროს იმ 150 000 მგზავრს, რომელიც კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ბასლაინების დახაზვის შემდეგ, 21 ნოემბრიდან ჩვეულ მარშრუტებს უბრუნდებიან ავტობუსები N51 და N91, ასევე, მიკროავტობუსები 145 და 202. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მიმართულებით კვლავ კოსტავას ქუჩით იმოძრავებენ. შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ბასლეინების დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
(NS)
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)