|
2018-11-20 12:41:54, 1012 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს გაეცნენ
სააღსრულებო წარმოების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვა და აღსრულების სისტემის განვითარების გზების ძიება იყო მთავარი თემები ბელარუსში, ქ. მინსკში გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციას ,,სააღსრულებო სისტემის განვითარება“ საქართველოდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის, მირიან ხარაბაძის ხელმძღვანელობით ქართველმა მონაწილეებმა ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს; უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული სააღსრულებო სისტემის განვითარების კუთხით დაგროვდა. ყურადღება გაამახვილეს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე. საუბარი შეეხო აღსრულების კოდექსის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომლითაც ქვეყანა ახალ სააღსრულებო მოდელზე გადავა. კონფერენციაზე ქართველმა დელეგატებმა ისაუბრეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზეც, მათ შორის, გამარტივებული საქმისწარმოების პრინციპებსა და განვითარების პერსპექტივებზე. სააღსრულებო სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ მინსკში 13-16 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)