12:58 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 14:52:47, 1461 ნახვა

საზოგადოება
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქართულ მედიცინაში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა

პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით თბილისში ევროპული ლიცენზიის გამოცდა ჩატარდა უროლოგიაში.

უროლოგთა ასოციაციის ცნობით, დღემდე მედიცინის არცერთ დარგში მსგავსი ტიპის ღონისძიება არ გატარებულა. ქართველი ექიმები ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, შესაბამისად გამოცდაც  ინგლისურ ენაზე ბარდებოდა.

„ამიერიდან ქართველი ექიმები საქართველოში გამოცდას მშობლიურ, ქართულ ენაზე ჩააბარებენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ექიმებისათვის ეს გამოცდა საქართველოშიც ინგლისურად ჩატარდება. რაც ასე მნიშვნელოვანია ქართველი ექიმებისათვის ეს გამოცდა უფასოა. აქამდე მისი ჩაბარება ევროპაში საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოცდას ასოციაციის წარმომადგენელი 3 ქართველი ტრენერი უძღვება  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ეს არის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მუშაობა ბოლო 3 წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. მისიის მიზანი კი  ევროპულად განათლებული ექიმია საქართველოში!

რაც ასე მნიშვნელოვანია ამ მოვლენით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის გახდება სამედიცინო ტურიზმის ჰაბი, ისევე როგორც მეზობელი ირანისათვის, რაც თავისთავად ნიშნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებენ უროლოგთა ასოციაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics