12:59 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 11:53:41, 1209 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით"  მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა სახეობების აღდგენის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის აქტივობის ზემოქმედებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნება ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთი ქვეყნის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების სათანადო დაცვას, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. მინდა აღვნიშნო, რომ   ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გაფართოვდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დღეისათვის, საქართველოში დაცული ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძირითად ეკოსისტემებს მოიცავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის  მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა ლევან დავითაშვილს საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ არაერთი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში, ისტორიული განვითარების არეალში, ქურციკების აღდგენის პროექტზეც იმსჯელეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა გაზრდილია.

კონფერენცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის, გერმანიის  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციას აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის  სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics