16:39 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 14:33:33, 1773 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ლარის კურსთან ერთად, ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია

მოვუწოდებ ხელისუფლებას, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, აქციზის განახევრების შემთხვევაში ბენზინი მინიმუმ 20-25 თეთრით გაიაფდება, რაც მოსახლეობის პრობლემებს შეამცირებს.

„ლარის კურსთან ერთად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ყავს პატრონი და ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯს, პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ. აქციზი გააორმაგა „ქართულმა ოცნებამ“ და კვირიკაშვილის მთავრობამ 1 წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს და ეს იქნება ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ ჩვენი კანონპროექტი გავანახევროთ აქციზი, ამითი 25 თეთრით შევამციროთ ბენზინის ფასი და ოდნავ მაინც დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics