|
2026-11-05 16:34:13, 263 ნახვა
ეკონომიკა
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
დაუჯერებელი სეზონი დღეიდან იწყება - პირველად საქართველოში, თიბისი გადახდების ეკოსისტემას ინოვაციურ პროდუქტს - ხელის გულით გადახდას ამატებს. ახალი ტექნოლოგია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური ტერმინალით აღჭურვილ ობიექტებში გადახდა ხელის გულით შეასრულოს. ხელის გულით გადახდის პროცესი მარტივი, ერთჯერადი რეგისტრაციით იწყება. იმ ობიექტზე, სადაც განთავსებული იქნება PAL ტერმინალი, ხელის გულის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი მობაილბანკით ასკანერებს QR კოდს და ირჩევს ანგარიშს, რომლის მიბმაც ხელის გულზე სურს. ამის შემდეგ, ხელის გულით გადახდა ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში უკვე შესაძლებელი იქნება. ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია - როგორც სმარტფონის Face ID ფუნქცია იყენებს იდენტიფიცირებისთვის მომხმარებლის სახის უნიკალურ მახასიათებლებს, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიაც ხელის გულის ბიომეტრიულ მახასიათებლებს ამოიცნობს. შესაბამისად, გადახდისთვის მომხმარებელს არც ბარათი, არც ტელეფონი და არც სხვა ფიზიკური საშუალება აღარ დასჭირდება. ხელის გულით გადახდის დანერგვა თიბისის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია - მუდმივად ეძებოს შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელს მომავალთან აახლოებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს. თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად არის აღიარებული - ხელის გულით გადახდა კი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს გამარჯვებული გუნდი ინოვაციურ იდეებს რეალურ გამოცდილებად.
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)