01:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 12:26:18, 1503 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში კონფერენციას -„ჩვენ პროფესიონალები ვართ" უმასპინძლა. კონფერენციის დახურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა. 16 მილიონიანი პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად.

აჭარაში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები და განისაზღვრა სამომავლო სტრატეგია, რაც პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკის წარმატებულ თანამშრომლობას. „მილენიუმის დაფინანსებით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა პროექტი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მისცემს. პროფესიული განათლება ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics