00:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 14:19:45, 1719 ნახვა

კომენტარი
​ვაშაძე: სააკაშვილი ჩემი მეგობარია - მას საქართველოში ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს

"მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Deutsche  Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ის ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.

"საქართველოში ყველამ იცის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. როდესაც მთავრობაში ვმუშაობდი, 2008-2012 წლამდე, მაშინაც დამოუკიდებელი ვიყავი. არ ვიყავი პარტიის წევრი და შესაბამის შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ის ჩემი მეგობარია. როგორც ყველა გონიერი მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყნად აქცია. მას უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს საქართველოში, ამიტომ უნდა დაუბრუნდეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა. თუ საგამოძიებო ორგანოებს მასთან კითხვები აქვთ, მაშინ მან, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. თუ მას საქართველოში თავისი პოლიტიკური მომავლის შექმნა სურს, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს", - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე - თუ პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, დაუბრუნებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, ვაშაძემ დადებითად უპასუხა.

"კი, დავუბრუნებ მოქალაქეობას, აგრეთვე მე მას შევიწყალებ. თუმცა მხოლოდ მის შეწყალებას არ ვაპირებ, ასევე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს. შევიწყალებ იმ პატიმარ ქალებს, რომლებსაც განსაკუთრებული დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამას ძალიან მალე გავაკეთებ, ალბათ თანამდებობის დაკავებიდან 2-3 თვეში. როგორც იურისტმა, მსურს რომ სამართალმა იზეიმოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ვალია მივცეთ ამის შესაძლებლობა. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics