|
2018-11-01 18:43:50, 3193 ნახვა
მსოფლიო
Google-ის თანამშრომლები აქციებს მართავენ
კომპანია Google-ში დასაქმებული ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქციებს მართავენ. BBC-ის ინფორმაციით, აქციები გენდერული დისკრიმინაციის, რასიზმისა და სექსუალური ზეწოლის წინააღმდეგაა მიმართული. აქცია გასულ კვირას NEW YORK TIMES- ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სადაც წერენ, რომ GOOGLE- მა კომპანიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ენდი რუბინს, კომპენსაციის სახით 90 მილიონი დოლარი აუნაზღაურა, როდესაც ის სექსუალური ზეწოლის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს. რუბინმა სტატიაში დაწერილი ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ კომპენსაციად მსგავსი ოდენობის თანხა არ მიუღია. რუბინისგან განსხვავებით, GOOGLE-მა სტატია არ გააპროტესტა და არც მისი შინაარსი უარყო. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამწვავა თანამშრომლების უკმაყოფილების ტალღა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. როგორც სჩანს, თანამშრომლები გენდერულმა დისკრიმინაციამ წლების განმავლობაში გაანაწყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ საჯარო გახდეს ინფორმაცია, თუ რამდენად თანაბრად ნაწილდება ხელფასები გენდერული და ეთნიკური მიმართულებით. ასევე, კომპანიის ადამიანური რესურსების სამსახურმა სექსუალური ზეწოლის ფაქტები სამართლიანად შეაფასოს. ორგანიზარტორებმა GOOGLE-ის მფლობელ კომპანია ALPHABET-ს მიმართეს, რომ დირექტორთა საბჭოს დასაქმებულთა წარმომადგენელიც შეუერთონ. აქციის ორგანიზატორები მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის ოფისებიდან კიდევ ათასობით წარმომადგენლის გამოსვლას ელოდებიან. აქციებს გამოეხმაურა GOOGLE- ის აღმასრულებელი დირექტორი და განაცხადა, რომ კომპანია მათ მოთხოვნებზე მუშაობს.
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა
ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)