20:38 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-27 15:56:21, 1916 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს ბატონი ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან

„როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადრერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის" მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ გადაწყვეტილება მისასალმებელია.

 „რადგან ომეგა ჯგუფმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა, ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათა ხელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას", აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესინტერესს არ გადაყვეს. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის  საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანია ოჯთ-ს მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შედეგად, კომპანია ოჯთ-ს ანგარიშს ინკასო მოეხნსა. გარდა ამისა, ყადაღა მოეხსნა ოჯთ-ს საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიას წარმოების განახლების შესაძლებლობა მიეცეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics