|
2018-10-26 13:03:17, 2027 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი - როდესაც კვირიკაშვილი წავიდა, უცხოელ პარტნიორებს შეკითხვაც არ დაუსვმათ
„როდესაც გიორგი კვირიკაშვილი, პროდასავლური პრემიერი წავიდა თანანმდებობიდან, უცხოელ პარტნიორებს შეკითხვაც არ დაუსვამთ, თუ რატომ წავიდა და ვინ იქნება, ამას გულახდილად გეუბნებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თავისი პრემიერობის ძირითად დროს უცხოელ პარტიორებთან ურთიერთობების დალაგებას უთმობდა. მისივე თქმით, ყოველგვარი ეჭვი სტრატეგიული პარტიონერებიდან მის მიმართ და გუნდის მიმართ, განულებულია. „ძალიან ბევრი განაწყენებული, ობიექტურად განაწყენებული „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია დღეს დარჩენილი. აქაც მათ ვპირდები, რომ მაქიმალურად აღვადგენ სამართლიანობას, ის რაც ვერ მოხერხდა ჩემი პრემიერობის დროს. გახსოვთ, ერთი წელი ვიყავი პრემიერი, მაგრამ მე ძირითადად დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი უცხოელი პარტინიორები, რომ არ ვარ ვიღაც რესტრუქციული ძალა, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს. რასაც უკიჟინებდნენ „ნაციონალები“. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა და რასაც ვერ ვიტყვი დღეს მედიაში და რამდენად მძიმე იყო მაშინდელი ჩემი ყოფა. მაშინ პრემიერის რანგში, ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. მაგრამ დღეს, რაც მთავარია, და მთავარი რესურსი, რაც გაგვაჩნია გვაძლევს უფლებას იმისა, რომ საჯაროდ განვაცხადო, მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ყოველგვარი ეჭვი ჩვენი სტრატეგიული პარტიონერებიდან პირადად ჩემს მიმართ და ჩემი გუნდის მიმართ აბსოლუტურად განულებულია. დღეს საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან და ამის კარგი მაგალითი იყო როდესაც კვირიკაშვილი, პროდასავლური პრემიერი წავიდა თანანმდებობიდან, შეკითხვაც არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება, ამას გულახდილად გეუბნებით. ასე არ იყო ადრე“, -განაცადა ივანიშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)