|
2018-10-26 12:45:29, 1739 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: თუ ადრე ხელისუფლება აშანტაჟებდა ბიზნესს, ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს
„თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, მათ შორის მედიას, დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, მაგრამ ასე სჯობს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ გუნდი დასუსტებული იყო არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ სახელმწიფო დემოკრატიული მეთოდებით ემართა. „დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი. გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი და მე ეს ვთქვი რამდენჯერმე, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა ძალიან ხშირად (გუნდის წევრები), ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა იმდენად რთულია ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა. საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მეთოდებით, ვიდრე დიქტატურით. თითქოს ის, რომ თუ ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს მას შეიძლება სახელმწიფომ მოსთხოვოს პასუხი მათ შორის ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა. ამის მაგალითია რაც მოხდა იბერიასა და ოქუაშვილთან დაკავშირებით. კაცი არ იხდის იმას, რაც ბიუჯეტში გადასახდელია და აშანტაჟებს ხელისუფლებას. ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს“, - განაცხადა ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ 1 წელიწადში გუნდს ახალი, ძლიერი ხალხით გაამაგრებს და გააუმჯობესებს: „ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, დემოკრატიული პრინციპებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ის, რომ უჭირს გამკლავება და და რაღაც სხვა მეთოდებს მიმართოს. ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან ვერტიკალი, კარგი მენეჯმენტი, გუნდის ძალიან სწორი და უფრო გასუფთავებული შერჩევა. ყველას თავისი ადგილი და ფუნქციები უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, საჭიროა სინქრონიზაცია გუნდში. თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, 1 წელიწადში აბსოლუტურად ახალი, ძლიერი ხალხით გავაუმჯობესებ და გავამაგრებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)