|
2018-10-26 11:35:33, 918 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი მაღალჩინოსნების სახლებზე: არ ვარ ვალდებული „ოცნების“ ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ი მიერ მომზადებულ სიუჟეტს, როელიც ხელისუფლების წევრების კერძო საკუთრებებს ეხებოდა, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-მა მედია სიუჟეტის მომზადებისას მედია სტანდარტი დაარღვია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება არ მისცა. მისივე თქმით, ტელეკომპანიან მხოლოდ ერთი რესპოდენტი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შეიყვანა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში მონაწილეობა სხვა მაღალჩინოსნებსაც სურდათ. "გაშუქება არ უნდა მოხდეს ერთპიროვნულად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ხელისუფლების წევრებს ეხება. ერთი კვირის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა ორჯერ ამოყარეს "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ზოგი პარლამენტს წარმოადგენს, ზოგი მინისტრთა კაბინეტს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის "სასახლეც" აჩვენეს და მისი ეზო, რომელიც პრემიერ არ ეკუთვნის, ეს მისი მეზობლის ეზოა. ეს ელემენტარული სტანდარტი არის, მათ არც შეეკითხნენ - თქვენია? არ არის თქვენი? საიდან ააშენე? როგორ ააშენე?, დეკლარაციები არ გახსნეს და ატეხეს აჟიოტაჟი, რომ აი ნახეთ როგორი კორუფციაა, როგორი სასახლეები აქვთ. ნაცვლად იმისა, რომ ვისი სახლებიც გადაიღეს მათთვის შეკითხვები დაესვათ. მაგალითად ლევან იზორიამ, მანანა კობახიძემ თვითონ დაუკავშირდნენ "რუსთავი 2-ს" და სთხოვდნენ, რომ ჩაერთოთ, ეს არ გააკეთეს. დიდი ზეწოლის და თხოვნის შემდგომ, მათ შეარჩიეს მათთვის საუკეთესო რესპოდენტი ირაკლი სესიაშვილი. ნახეთ რომ ტელევიზიაშიც არ მიიყვანეს და ეს ჩართვა იყო, სესიაშვილთან მაინც 100-0 წააგეს. სესიაშვილმა აბსოლუტურად დაასაბუთა საიდან ჰქონდა, როგორ ჰქონდა, რატომ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქალბატონი კვესიტაძე ცდილობდა ეს შეკითხვები ჩემთვის დაესვა. მე არ ვარ ვალდებული "ქართული ოცნების" ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ და ფული საიდან შეიძინეს. მე ვალდებული ვარ, მათ რიცხვში ხელისუფლებამ რეაგირება გააკეთოს თუ ეჭვი არის კორუფციაზ", - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)