|
2018-10-24 17:32:35, 1140 ნახვა
კომენტარი
Microsoft-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა უამრავ ადამიანს მოანდომოთ
„ჩემი აზრით, ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ უამრავ ადამიანს გააგებინოთ და აქ ჩამოსვლა მოანდომოთ, რადგან თქვენ ნამდვილად ულამაზესი ქვეყანა გაქვთ," - ამის შესახებ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის Welcome Challenge-ის საპატიო სტუმარმა, Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და Steller-ის პრეზიდენტმა რიჩარდ მაკანიფმა განაცხადა. მაკანიფის თქმით, საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას. "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ ჩამოსვლისთანავე შევნიშნე არის ის, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველგან. რა თქმა უნდა, ეს მცირე ინოვაციაა, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ ჩამოსული ტურისტები მუდმივად რჩებიან კავშირზე, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახს და ონლაინ გაუზიარონ შთაბეჭდილებები უამრავ ადამიანს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ყოფნისას. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეილება საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას. ამ ვიზიტამდე ბევრი რამ არ ვიცოდი საქართველოსა და საქართველოს ტურისტულ სექტორზე და ყველაფერს ადგილზე ვეცნობი. მე შევქმენი Stellar-ი, რომელიც საშუალებას იძლევა, საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანებს გაუზიარო. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შევიტყვე საქართველოზე უამრავი ლამაზი ამბავი," - განაცხადა Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და Steller-ის პრეზიდენტმა. მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia -ის ფარგლებში 23 – 26 ოქტომბერს ტარდება. ფორუმზე სტუმართმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-ზე მეტი სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. სტარტაპების შეჯიბრში მონაწილეობენ სტარტაპები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)