|
2018-10-24 12:46:18, 1060 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი ივანიშვილზე - ფარცხალაძის ადვოკატი, „რ2“-ის პროკურორი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი და არა ლიდერი
"შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. უსუფაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პრობლემებს ხედავს, თუმცა ვერ ხედავს გამოსავალს, ამიტომ "გამოსავლად მათი მიჩქმალვა" გადაწყვიტა. "ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, რუსთავი 2-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო 7 წლის განმავლობაში - მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას. მაგრამ რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? რა გაუმჯობესდა ქვეყნის მმართველობაში უკვე განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის მმართველობაში? არაფერი...გუშინ ისიც დავინახეთ, რომ ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკრად ნაცმოძრაობა-რუსთავი 2-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს...შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნებითი გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)