|
2018-10-22 12:10:50, 1787 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - წლის ბოლოს დასრულდება კვლევა და გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში
წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სატრანსპორტო მასტერპლანი და გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კვლევა თითქმის დასრულებულია. „პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD-ისგან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც დაიწყო იანვარში და წლის ბოლოს დასრულებული იქნება. წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია და რომლითაც ჩვენ შევძლებთ, სწორად გადავანაწილოთ სატრანსპორტო ხაზები, სწორად დავუკავშიროთ ერთმანეთს ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა იქნება დასრულებული. 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია ეს კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის უნდა გაკეთდეს სწრაფი გადაადგილების ზოლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)