|
2018-10-19 12:13:34, 1442 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიას იწვევს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს. სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სთხოვს, რომ მოხდეს შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილზე შეისწავლის ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას. „ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტუილება, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას , გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითრებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტროს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება, იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მართავს ლუგარის ლაბორატორიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები. "ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია, ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოხდა რუსი კოლგების მოწვევა ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ლაბორატორია რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა ამ თემის ესკალაცია გრძელდება", - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის პრეზიდენტმა დღეს პირველი კომენტარი გააკეტა. როგორც პუტინმა აღნიშნა, თუ კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)